x
image
worldsport.ge
უეფამ ალბანეთის და სერბეთის სასჯელი ძალაში დატოვა

imageევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე 14 ოქტომბერს ბელგრადში სერბეთისა და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და შეხვედრა ჩაიშალა.
უეფამ ორივე ქვეყანა 100 000-100 000 ევროთი დასაჯა. ამავდროულად, ალბანეთს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მართალია სერბეთმა პირობითად მოიგო, მაგრამ სამი ქულა ჩამოერთვა. ორივე ქვეყნის ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი ძალაში დატოვა.
სერბეთის ეროვნული ნაკრები ორ საშიანო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს.
გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0