x
image
worldsport.ge
ბალოტელი შესაძლოა ანტისემიტური გამონათქვამის გამო დაისაჯოს

imageინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მარიო ბალოტელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. იტალიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელი შესაძლოა მორიგ სკანდალში გაეხვიოს. იტალიელმა "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი მინაწერი ჰქონდა: "მარიო დახტის, როგორც შავი კაცი და აგროვებს ქულებს, როგორც ებრაელი".
აღნიშნული განცხადება ფეხბურთის ასოციაციამ ანტისემიტურ გამონათქვამად მიიჩნია. თუ ბალოტელის ბრალეულობა დაუმტკიცდა, მას ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
თავის მხრივ მარიო მიიჩნევს, რომ მის განცხადებაში რასისტული და ანტისემიტური არაფერი ყოფილა და "ტვიტერზე" შემდეგ კომენტარს აქვეყნებს: "დედაჩემი ებრაელია, ასე რომ გთხოვთ ყველა გაჩუმდეთ".
იტალიელ თავდამსხმელს დისკვალიფიკაციის გარდა "ლივერპულისგან" სასჯელიც ემუქრება. ბალოტელის "მერსისაიდელებთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, მას სკანდალის გამო ხელფასის გარკვეული ნაწილიც დაექვითება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0