x
image
natia.a
რას ნანობენ 30 წელს გადაცილებული ადამიანები?

imageრაც უფრო ასაკიანია ადამიანი, თითქოს მით მეტად უნდა ნანობდეს ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებსა თუ ხელიდან გაშვებულ შანსებს. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა!
ილინოის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ საშუალო ასაკის ადამიანები გაცილებით მეტად ნანობენ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, ვიდრე მოხუცები.

გამოკვლევაში მონაწილეობდნენ 30 წელს ოდნავ გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც დაესვათ ერთადერთი შეკითხვა: "რას ნანობთ?". როგორც აღმოჩნდა, კარიერაში ხელიდან გაშვეული შანსები ყველაზე მეტად აღელვებთ მამაკაცებს (34%), მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 27 % გამოთქვამს სინანულს ამ საკითხზე. სამაგიეროდ, მანდილოსნების სინანულის ძირითად საკითხად რჩება წარსული სიყვარული (44%), რაც მამაკაცთა მხოლოდ 19%-ს აღელვებს.

საინტერესო აღმოჩენაა ისიც, რომ თურმე გაცილებით დიდხანს ვნანობთ იმაზე, რაც არ გაგვიკეთებია, ვიდრე იმაზე, რაც შეცდომით გავაკეთეთ.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ გაშვებულ შესაძლებლობებზე სინანული ყველაზე მეტად სწორედ 30 წელს ოდნავ გადაცილებულ ადამიანებს აწუხებთ. უფრო მეტიც, ამ ასაკში ეს გრძნობა ადამიანის ქმედებების, თვითშეფასებისა და მსოფლმხედველობის განმაპირობებელ ფაქტორადაც იქცევა.

გისურვებთ, რაც შეიძლება ნაკლები გქონოდეთ სანანებელი...

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0