x
image
worldsport.ge
ყაზაიშვილი სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა

imageარნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ინტერნეტპორტალ ad.nl-ის ვერსიით, ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “ვიტესი” სახლში “იგლზს” დაუზავდა (2:2) და ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა. ad.nl-ის იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში კელვინ ლერდამის ნაცვლად დააყენეს და ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხსენებული ინტერნეტპორტალის ვერსიით ყაზაიშვილი სიმბოლურ ნაკრებში ამ სეზონში მეორედ მოხვდა.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ყაზაიშვილმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0