x
image
worldsport.ge
ინციდენტი მესტალიაზე

image“ვალენსიასა” და “ბარსელონას” შორის კვირას “მესტალიაზე” გამართულ მატჩში (0:1) ინციდენტი დაფიქსირდა.
შეხვედრის 94 წუთზე, როდესაც კატალონიელები გატანილ გოლს ზეიმობდნენ, ”ღამურების” გაღიზიანებულმა გულშემატკივარმა ტრიბუნიდან “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის, ლეონელ მესის მიმართულებით წყლის ბოთლი ისროლა, რომელიც ფეხბურთელს თავში მოარტყა.
მატჩის მსაჯებმა მომხდარი ვერ შენიშნეს და როდესაც მესი ცდილობდა ეჩვენებინა თუ რა მოხდა, მას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ”ვალენსიას” ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მომხდარი ფაქტი დაგმობილია:


“ვგმობთ მომხდარ ინციდენტს. ვეცდებით ვიპოვოთ ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა და კანონმდებლობის მიხედვით გავატაროთ საჭირო ღონისძიებები, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.”


თორნიკე ზეიკიძე

www.worldsport.ge

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0