x
image
worldsport.ge
ალესანდრო დელ პიეროს ინდოეთში არ ათამაშებენ

imageლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც რამდენიმე დღის წინ 40 წლის გახდა, თავის ამჟამინდელი გუნდის “დინამო დელის” შემადგენლობაში ვერ ხვდება. დღეს “დინამომ” 4:1 გაანადგურა “მუმბაი”, თუმცა “იუვენტუსის” ექს კაპიტანს არ უთამაშია. მეტიც, იგი არც თადარიგში იჯდა. გუნდის ბელგიელმა დამრიგებელმა ჰარმ ვან ველდჰოვენმა ვეტერანი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა.
დელ პიერო ინდოეთში რამდენიმე თვის წინ გადავიდა, თუმცა ინდოელ ქომაგებს თავი ვერ შეაყვარა. “დინამოს” გულშემატკივრები სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმეჯერ გამოვიდნენ დელ პიეროს წინააღმდეგ.
ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა ალესანდრო ინდურ კლუბში, ან გააგრძელებს თუ არა საერთოდ თავის დიდ კარიერას.


გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0