x
image
worldsport.ge
ინიესტამ შესაძლოა "ვალენსიას" წინააღმდეგ ითამაშოს

imageპირინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ წვივის ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა.
მოსალოდნელია, რომ 30 წლის ფეხბურთელი 30 ნოემბერს პრიმერადივიზიონის მე-13 ტურის მატჩში "ვალენსიას" წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს. ჯერჯერობით უცნობა ლუის ენრიკე ესპანელს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს თუ შეცვლაზე შეიყვანს.
მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ინიესტას კლუბსა და ნაკრებში რამდენიმე მატჩი გაუცდა. ნახევარმცველმა "ბლაუგრანას" რიგებში სულ 10 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0