x
image
worldsport.ge
პელეგრინი აგუეროს აქებს

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში "ეტიჰადზე" მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ მოგებულ (3:2) შეხვედრაში ჰეთრიკი შეასრულა და "ქალაქელების" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არგენტინელმა თავდამსხმელმა მანუელ პელეგრინისგან შექება დაიმსახურა.
"ნათქვამი მქონდა, რომ თუ მათემატიკური შანსი დაგვრჩებოდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ამისთვის საჭირო ბოლომდე ბრძოლა იყო. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ აგუერო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არგენტინელმა "ბაიერნის" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და საერთოდ მთელი გუნდი კარგად გაისარჯა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. აღნიშნულ შეხვედრას ჩემ კარიერაში ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვან კატეგორიას არ მივანიჭებ, რადგან მხოლოდ ჯგუფური ეტაპია. მნიშვნელოვანი კი შემდგომ ეტაპზე გასვლაა." - დასძინა “სიტის” ჩილელმა თავკაცმა.
ამ გამარჯვებით "სიტიმ" ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე იმყოფება. "ბაიერნი" ტურნირის მერვედფინალში უკვე პირველი ადგილით გავიდა. მეორე ადგილისთვის კი ჯგუფში 5 ქულის მქონე სამი გუნდი იბრძოლებს: "მანჩესტერ სიტი", "რომა" და მოსკოვის ცსკა. მომდევნო შეხვედრას "ქალაქელები" სტუმრად იტალიურ კლუბთან გამართავენ.
რაც შეეხება სერხიო აგუეროს, არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


გიორგი ბალახაძე

www.worldpsort.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0