x
image
worldsport.ge
Sony ფიფასთან ურთიერთობას აღარ აპირებს

imageცნობილი იაპონური კომპანია Sony ფიფასთან სპონსორული ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
იაპონელები ფიფასთან ბოლო 8 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, მაგრამ 2015 წლიდან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებენ. ამის მიზეზი 2018 და 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევის გარშემო ატეხილი სკანდალია, როდესაც ფიფა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს.
Sony-მდე ფიფასთან ურთიერთობა ავიაკომპანია Emirates Airlane-მ გაწყვიტა. გარდა ამისა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა ფიფას ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა “კოკა-კოლამ”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0