x
image
worldsport.ge
კარლო ანჩელოტი: “აბრამოვიჩთან მუშაობა რთულია”

imageმადრიდის “რეალის” იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ “ლა რეპუბლიკასთან” საუბარში განაცხადა, რომ რომან აბრამოვიჩთან და ნასერ ელ ხელაიფთან მუშაობა რთულია.
“ისეთ პრეზიდენტებთან მუშაობა, როგორებიც სილვიო ბერლუსკონი და ფლორენტინო პერესი არიან, უპირატესობაა, რადგან ისინი თავიანთი კლუბის გულშემატკივრები ბავშობიდან არიან, ხოლო რომან აბრამოვიჩთან და ნასერ ელ ხელაიფთან კი გაცილებით რთული. ისინი ხომ კლუბის ქომაგები იმ დღეს გახდნენ, როცა გუნდი შეიძინეს”, - განაცხადა ანჩელოტიმ.
კარლო ანჩელოტი აბრამოვიჩის “ჩელსის” 2009-2011 წლებში წვრთნიდა, ხოლო ელ ხელაიფის პსჟ-ს 2011-2013 წლებში.


გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0