x
image
worldsport.ge
ტოტი: "რომას" სიამოვნებით გავწვრთნიდი"

image"რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობაზე უარს არ იტყოდა. 38 წლის ტოტის "რომაში" 718 მატჩი ჩაუტარებია და 238 გოლი გაუტანია. La gazzetta delllo sport-მა მას ჰკითხა, ხომ არ აპირებს მწვრთნელობას.
"რა თქმა უნდა, "რომას" სიამოვნებით გავწვრთნიდი. რამდენიმე დღის წინ მეგობარს ველაპარაკებოდი. ვუთხარი: "ყველა რომაელს ენდომება, რომ კლუბში დავრჩე. შესაძლოა, თავიდან ბავშვებთან მუშაობით დავიწყო, მაგრამ იქნებ, არც იყოს ამის აუცილებლობა. იმ ფეხბურთლებს, რომლებსაც მრავალი წელი უთამაშიათ, დიდი დრო არ დასჭირვებიათ სამწვრთნელო ცოდნის მისაღებად" – განაცხადა ტოტიმ.
ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0