შოუბიზნესი ია ფარულავა-"რას ატენით ამ ჩემს ამბებს ამ ხალხს, რა გაახურეთ საქმე..." 2014, 19 ნოემბერი, 9:14 ![]() სკანდალები და ჭორები მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას გარშემო არ წყდება. ია განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც იგი ცოლად გაყვა "ფეისბუქით" გაცნობილ მუსიკოსს ტარიელ სუარს. მათი სიყვარულის ისტორია ბევრისთვის ამაღელევებელი იყო, რადგან მუსიკოსმა მსახიობს პირდაპირ "ნიჭიერის" სცენაზე სთხოვა ხელი. წყვილის ოჯახური ცხოვრება ხშირად მსჯელობის საგნად იქცევა ხოლმე. ყველას კარგად ახსოვს ალბათ ცოლ-ქმარს შორის კატის გამო ატეხილი სკანდალი, რომელსაც წყვილი "ფეისბუქის" საშუალებით არჩევდა. ცოტა ხნის წინ კი იას "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი, სადაც იგი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მეუღლეს და წერდა, რომ ტარიელ სუარმა იგი უბრალოდ გამოიყენა და ყველას მოუწოდებდა დაებლოკათ იგი... ასევე გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფარულავა მეუღლეს სექსუალური ძალადობისთვის უჩიოდა, რაც ტარიელ სუარმა უარყო, ხოლო იამ ამაზე საუბარი არც ისურვა. როგორც ია ფარულავას "ფეისბუქის" გვერდიდან გახდა ცნობილი, მისი გვერდი გატეხილი იყო და იამ შეძლო მისი დაბრუნება: "ვაშააააა, ფეისბუქი აღავდგინე, მას ახლა შსს იცავს..." ![]() ![]() 426 5-ს მოსწონს
|