x
image
ციცი
Mediator image
ია ფარულავა-"რას ატენით ამ ჩემს ამბებს ამ ხალხს, რა გაახურეთ საქმე..."
image
სკანდალები და ჭორები მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას გარშემო არ წყდება.

ია განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც იგი ცოლად გაყვა "ფეისბუქით" გაცნობილ მუსიკოსს ტარიელ სუარს. მათი სიყვარულის ისტორია ბევრისთვის ამაღელევებელი იყო, რადგან მუსიკოსმა მსახიობს პირდაპირ "ნიჭიერის" სცენაზე სთხოვა ხელი.

წყვილის ოჯახური ცხოვრება ხშირად მსჯელობის საგნად იქცევა ხოლმე.

ყველას კარგად ახსოვს ალბათ ცოლ-ქმარს შორის კატის გამო ატეხილი სკანდალი, რომელსაც წყვილი "ფეისბუქის" საშუალებით არჩევდა.


ცოტა ხნის წინ კი იას "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი, სადაც იგი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მეუღლეს და წერდა, რომ ტარიელ სუარმა იგი უბრალოდ გამოიყენა და ყველას მოუწოდებდა დაებლოკათ იგი...

ასევე გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფარულავა მეუღლეს სექსუალური ძალადობისთვის უჩიოდა, რაც ტარიელ სუარმა უარყო, ხოლო იამ ამაზე საუბარი არც ისურვა.

როგორც ია ფარულავას "ფეისბუქის" გვერდიდან გახდა ცნობილი, მისი გვერდი გატეხილი იყო და იამ შეძლო მისი დაბრუნება:

"ვაშააააა, ფეისბუქი აღავდგინე, მას ახლა შსს იცავს..."imageია ფარულავა თავის გვერდზე ახალ პოსტს აქვეყნებს და ყველა ჟურნალისტს მიმართავს:

"როგორ ტვინი წაიღეს შინაურმა თუ გარეულმა ჟურნალისტება ყველა პორტალების... რატომ აღიზიანებთ ხალხს ჩემზე, რას ატენით ამ ჩემს ამბებს ამ ხალხს, რა გაახურეთ საქმე...... ჩემი "ფეისბუქი" იყო გატეხილი... პარასკევს, 3 საათზე, როდესაც დაიდო ის იდიოტური პოსტი "ვიგოდნიკი ნაბიჭვარის" ფრაზეოლოგიით..... ნუ მერე ყველაფერი გაცხადდა და დალაგდა მეგობრებო... მადლობა ვინც მირეკავთ და მწერთ..."

image


0
426
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0