x
image
worldsport.ge
“მარსელის” პრეზიდენტი დააკავეს

imageფრანგული L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრიუნი ანდრე-პიერ ჟინიაკის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დროს დააკავეს.
ჟინიაკი “ტულუზადან” “მარსელში” 2010 წელს გადავიდა. სამართალდამცავ ორგანოებს აგენტის საფასურთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ. გამოძიებას მიაჩნია, რომ ამ გზით ფულის გათეთრება ხდებოდა.
როგორც ცნობილია, “მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრიუნი, გენერალური დირექტორი ფილიპ პერესი და ყოფილი პრეზიდენტი ჟან-კლოდ დასიე დაკავებულები არიან. ტრანსფერის დროს კლუბის პრეზიდენტი სწორედ დასიე იყო.


მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0