x
image
worldsport.ge
“პარმას” ქულებს დააკლებენ

imageიტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისედაც ცუდ დღეში მყოფი სერია A-ს აუტსაიდერი “პარმა”, კიდევ უფრუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
კლუბი ვალდებული იყო, სახელფასო დავალიანება დაეფარა და Football Italia-ს ცნობით, ამის უკიდურესი ვადა გუშინ ამოიწურა. რადგან დავალიანების დაფარვა არ მოხდა, ახლა კლუბს დასჯიან და ალბათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია “პარმას” ერთიდან 6 ქულამდე ჩამოაკლებს.
სერია A-ს განვლილი 11 ტურის შემდეგ, “პარმას” მხოლოდ ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0