x
image
worldsport.ge
ქეცბაია: "საბერძნეთის ნაკრები? რა თქმა უნდა, საინტერესო პერსპექტივაა"

imageთემურ ქეცბაია რომ საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, ამის შესახებ უკვე გაცნობეთ. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ბერძნულ პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი შემოთავაზებაზე თავადაც დაინტერსდებოდა.
"რა თქმა უნდა, საინტერესო პერსპექტივაა. საბერძნეთს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათ გააჩნიათ ხარისხი. კვიპროსზე მხოლოდ დღეს ჩამოვფრინდი და არავისთან მისაუბრია. ამ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრებს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც ბერძნულ ფეხბურთს იცნობს და ფეხბურთელების შესაძლებლობებიც იცის. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია", –ქეცბაიას სიტყვებს ბერძნული Contra.gr. წერს.
საბერძნეთის ნაკრებს შესარჩევის ჯგუფში საშინელი მდგომარეობა აქვს: 12 შესაძლებლიდან ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. ნაკრები დაატოვებინეს იტალიელ სპეციალისტ კლაუდიო რანიერის და პოსტი ვაკანტურია.

ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0