x
image
worldsport.ge
ბლინდი "მანჩესტერს" ტრავმირებული დაუბრუნდება

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევერმცველმა დალეი ბლინდმა ევროშესარჩევის მე-4 ტურის მატჩში ლატვიის წინააღმდეგ მუხლის ტრავმა მიიღო და მე-20 წუთზე, მის ნაცვლად, მოედანზე გუს ჰიდინკმა ხორდი კლასიე შეიყვანა.
"ნარინჯისფერთა" თავკაცი მიიჩნევს, რომ ბლინდს შესაძლოა ჯვარედინი მყესების პრობლემა ჰქონდეს, რაც ძალიან სერიოზული ტრავმაა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს ჰოლანდიელ ფეხბურთელს "წითელი ეშმაკების" ლაზარეთში ყოფნა.
ნახევარმცველი ინგლისურ გრანდს მიმდინარე წლის ზაფხულში "აიაქსიდან" შეუერთდა. ლუის ვან გალის თავკაცობით, ბლინდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0