x
image
worldsport.ge
"არსენალი" პოდოლსკის 5 მილიონად შეელევა

imageგერმანული Bild-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" მზადაა, ლუკას პოდოლსკი ხუთ მილიონ ევროდ გაყიდოს. გერმანიის ნაკრების ფორვარდის მიმართ ინტერესს იტალიური გრანდები, ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" იჩენენ.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პოდოლსკი რამდენიმე ევროპულ გრანდს სურდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ გერმანელი "მეთოფეთა" რიგებს დატოვებდა, თუმცა მან კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმაც ურჩია იქ გადასულიყო, სადაც მეტს ითამაშებდა.
ამ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგაზე "ანდერლეხტთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1) გერმანელის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0