x
image
მანჩო 777
იცით თუ არა, რომ....ანუ საინტერესო ფაქტები სხვადასხვა სფეროდან
1400-იან წლებში ზოგიერთი აფრიკული ტომის ხალხებმა მკვლელ-ფუტკრებს ასწავლეს თავიანთი სოფლების დაცვა, რათა მონებით მოვაჭრეები სოფლებში არ შემოეშვათ.


image


მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთი გერმანული წყალქვეშა ნავის კაპიტანი ტუალეტში შევიდა და აღმოაჩინა, რომ უნიტაზი გაჭედილი იყო. მან რატომღაც არ დაუძახა სპეციალისტს და მოინდომა თავადვე გაეწმინდა ის, მაგრამ ეს საქმე საკმაოდ რთული გამოდგა. კაპიტნის მცდელობის შედეგი იყო ის, რომ წყალქვეშა ნავში წყალი შემოვარდა და მან ჩაძირვა დაიწყო. გერმანელებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ზედაპირზე ამოცურდნენ. ამის გამო ნავი მაშინათვე შენიშნეს და გაანადგურეს.


image



ადამიანები, რომლებსაც პიროვნების გაორების პრობლემა აქვთ, ხშორად იტანჯებიან სხვადასხვა სახის ალერგიით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალერგიის სხვადასხვა სახეობა რომელიმე კონკრეტულ "პიროვნებაზეა" მიმაგრებული.


image


ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ლუდი, რომელიც არ იწვევს ნაბახუსევს. მისი საიდუმლო არის სპეციალურ შედგენილობაში, რომელიც იცავს ორგანიზმს გაუწყლოვანებისაგან.


image


ომის დროს ბრიტანელი საზღვაო ქვეითი ჯარების ჯარისკაცმა მეთიუ კრეჩერმა თავი გასწირა და გადაეფარა ყუმბარას, რომ მეგობრები გადაერჩინა. თუმცა აფეთქების ძალამ ის ჰაერში აიტაცა და გვერდზე გადაისროლა, მაგრამ აფეთქების უმეტესი ძალა მის ზურგჩანთას მოხვდა და ჯარისკაცი სიკვდილს გადარჩა. ის მხოლოდ ცხვირიდან სისხლის წასკდომით გამოვიდა იოლად.


image


მეცხრამეტე საუკუნეში სიტყვათა შეთანხმება "ტომი და ჯერი" წარმოადგენდა ბრიტანელების საყვარელ სლენგურ გამონათქვამს, რაც ნიშნავდა "ჩხუბსა და ყველანაირ უსიამოვნებაში გახვევას".


image


მეოცე საუკუნის სერიული მკვლელების 70% აშშ-შია დაბადებული, ხოლო თუ ამ სტატისტიკას 1985 წლიდან ავთვლით, მაშინ ეს პროცენტული რაოდენობა 85-მდე გაიზრდება.


image



სტრატეგიული ბომბდამშენები Boeing B-52 Stratofortress აშშ-ის სამხედრო ავიაციის შეიარაღებაში იმყოფება 1955 წლიდან და 2040 წლამდე მათი შეცვლა არც იგეგმება.


image


1950-დან 1974 წლამდე დალაი ლამა ოფიციალურად ირიცხებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სამსახურში და ხელფასის სახით წელიწადში 180 000 დოლარს ღებულობდა.


image


ალკოჰოლიზმის კლინიკურმა გამოკვლევამ, რომელშიც 20 წლის განმავლობაში 1800 - მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად სვამენ, გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობენ მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ სვამს.


image


არსებობს ქვისაგან დამზადებილი DVD დისკი, რომლის ჩართვა შესაძლებელი იქნება 1000 წლის შემდეგაც კი. მათი ჩართვა ნებისმიერ სტანდარტულ პლეერზეა შესაძლებელი.


image


დედამიწაზე ყველაზე გავრცელებულ მინერალს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების 52% უჭირავს, მაგრამ საინტერესოა ის, რომ 2014 წლამდე მინერალს დასახელებაც კი არ გააჩნდა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა ვერ შეძლეს ბრიჯმანიტის (ასე უწოდეს ამ მინერალს) ნიმუშის მიღება, რადგან ეს ნივთიერება მთლიანად მდებარეობს დედამიწის სიღმეში, 600 კი-ის მანძილზე მისი ზედაპირიდან და მისი მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია.


image

ეგრეთწოდებული თხევადი კვამლი, რომელიც ხორციანი კერძების მოსამზადებლად გამოიყენება, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნამდვილად კვამლის კონდენსატს წარმოადგენს და არა ხელოვნური არომატიზატორების ნაკრებს.


image

ჩინელ ახალგაზრდებს შორის სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქრისტიანული რელიგია. ამჟამად ჩინეთში 100 მილიონამდე მონათლული ქრისტიანია, რაც მთელი მოსახლეობის 7 %-ს შეადგენს. მხოლოდ ერთ ჩინურ ქალაქ ვენჩჟოუში 1100 ქრისტიანული ეკლესია.


image


ოსკარზე წარდგენილი თითოეული ნომინანტი, რომელიც ამ ძვირფასი ჯილდოს გარეშე რჩება, დამამშვიდებელი პრიზის სახით ღებულობს სხვადასხვა საჩუქრებით სავსე ტომარას. წელს ამ ტომარაში ჩადებული ნივთების ფასმა 55 000 დოლარს გადააჭარბა.(არცთუ ისე ცუდი კომპენსაციაა, არა?)


image

0
126
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0