შოუბიზნესი თინა მახარაძე-"რომ გადავაკეთო, ვითომ მოსეზე ვთქვი, მოსეზე გაგვდის?" 2014, 13 ნოემბერი, 11:16 სკანდალური მსახიობი და ტელეწამყვანი თინა მახარაძე ტრანსგენდერი საბის მკვლელობას ვიდეორგოლით გამოეხმაურა. ვიდეოში, რომელიც ასე დაასათაურა "მიაფუჩეჩა", თინა მახარაძე ბიბლიას განიხილავს: "მე მგონი, მაგას სად შეეშალა იცით თავის დროზე? მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო. აი დაეწერა არა კაცს, ქალს, ტრანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კლავს, მაშინ "ოქ" გავიგებდით... მიაფუჩეჩა... ანუ ვეღარ გათვალა..." ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. თინამ მიაღწია ისევ იმას, რომ უკვე მერამდენედ სკანდალში გახვეულიყო (სწორედ თავისი გამონათქვამებით, რომლითაც ქართული სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს, გახდა მემე პოპულარული). ზოგიერთი კომენტარი, რაც ამ ვიდეოს ატვირთვას მოყვა: "რაში გჭირდება ასეთი პოპულარობა? აი რაში? გლდანელი გამოუსვლელი გოგონას როლში გაცილებით უკეთესი იყავი. პ.ს. მოკლე კაბა არ გიხდება..." "ბიბლიაზე და მის ტექსტებზე ასე საუბარი, იმისთვის, რომ განსხვავებული და მოაზროვნე გამოჩნდე ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია. წმინდა წიგნის, ბიბლიის ტექსტების გაგება უფრო ღრმააზროვანია და ქვეტექსტების აღქმას და ქრისტიანული მსოფლმხედველობის არსებობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში "არა კაც ჰკლა" სწორედ ზოგადად ადამიანი მოიაზრება და არა მისი სქესი, როგორც მამაკაცის. თუ ქრისტიანი ამ მცნებას არღვევს, ამის მიზეზის ბიბლიაში ძიება, მისი გაგების პრობლემა არაა და ამ შემთხვევაში ერთგვარი სარკაზმი მიუღებელია. შეიძლება მსახიობმა ცუდად ითამაშოს, მაგრამ ეს შეიძლება მისი უნიჭობის ბრალი იყოს და არა მისი მასწავლებლის და სასწავლო ლიტერატურის..." " თინას ვურჩევდი, თუ პოპულარობა უნდა, თავისი საქმით შექმნას ღირებული პროდუქტი და არა განცხადებებით, რომლითაც არცოდნას და რწმენის უპატივცემულობას ავლენს. ამ გზით მოპოვებული პოპულარობა მალე გაგიფრინდება, იმიტომ რომ გამოჩნდება ვინმე ვინც შენზე დიდ სისულელეს იტყვის..." "ღმერთს ნუ შეურაცხყოფ!!! ასე ხმამაღლა მაინც!!! ალბათ იტყვი, თუ არ მოგწონთ ნუ ნახავთო, მე გიპასუხებ შენ თუ არ მოგწონს იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ტრანს... და ა.შ. ორიენტაციებს ცოდვად მიიჩნევს და ეს ასეცაა, მაშინ შეგიძლია შენც არ მოუსმინო ამას... და რაც შეეხება ღმერთზე ასე საუბარს, ეს ენით აუწერელი ბოროტებაა ეშმაკისგან... ნუ ბედავ უფლის შეურაცხყოფას და ამით მართლმადიდებლების უფლებების ხელყოფას და არა მარტო!!! გონს მოეგე! (ის რომ მკვლელობა ამაზრზენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს)..." ვიდეოს მიერ გამოწვეული ასეთი უარყოფითი რეაქციების შემდეგ, თინა მახარაძემ უკან არ დაიხია და მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა "ფეისბუქის" გვერდზე: "რომ გადავაკეთო, ვითომ მოსეზე ვთქვი, მოსეზე გაგვდის?"რათქმაუნდა რომ ზოგიერთი მისი მეგობრისთვის, თინას სტატუსიც და ვიდეოც კარგ გასართობად იქცა, მაგრამ უმეტესობისთვის მისი ასეთი გამონათქვამები, გამაღიზიანებელია: "რავი, ისე ხუმრობენ ხოლმე მოსეზე, რომ მგონი გაგივა..." "ჩემთვის საერთოდ გაუგებარია რისი თქმა გინდოდა. კონკრეტულად რომ ყოფილიყო "არა ქალ კლაო", ეჭვიანი (ყოფილი) ქმრები აღარ მოკლავდნენ ქალებს? საერთოდ რაღაც მეეჭვება მაგ ხალხი ხშირად ეკლესიაში დადიოდნენ გარდა დღესასწაულებისა, ისევე როგორც "მრევლის" უმრავლესობა." " ბიბლიის და რწმენის პატივისცემა ქცევით მტკიცდება და არა ლანძღვით და განკითხვით მითუმეტეს... მაგრამ მეორეს მხრივ, რათქმაუნდა გამოხმაურება ექნება ასეთ განცხადებას და სწორედ ამიტომაა ეს თემა ამორჩეული, რომ ასეთი "აჟიოტაჟი " გამოეწვია, ავტორის აქტუალურობის გასაზრდელად. თქვენ ამ "პროვოკაციაზე" წამოგებული ადამიანების კომენტარებს კითხულობთ..." 639 5-ს მოსწონს 2-ს არა
|