x
image
worldsport.ge
პრემიერლიგის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები

imageინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის პირველად მოხვდნენ: "სტოკის" ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი, "ნიუკასლის" არგენტინელი მცველი ფაბრიციო კოლოჩინი, ლონდონის "ჩელსის" ინგლისელი მცველი გარი კეჰილი, "სანდერლენის" შვედი ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი და "საუთჰემპტონის" ირლანდიელი თავდამსხმელი შეინ ლონგი.
სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის პატივი უკვე ორჯერ დაიმსახურა ჰოლანდიელმა მცველმა დერილ იანმაატმა ("ნიუკასლი"), ნახევარმცველებმა ბელგიელმა ნასერ ჩადლიმ (ლონდონის "ტოტენჰემი"), ისლანდიელმა გიფრი სიგურდსონმა, ეკვადორელმა ჯეფერსონ მონტერომ (ორივე "სუონსი") და არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ("მანჩესტერ სიტი").
ლივერპულის "ევერტონის" ინგლისელი მცველი ლეიტონ ბეინსი კი სიმბოლურ ნაკრებში მე-4-ჯერ მოხვდა.
პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ასმირ ბეგოვიჩი ("სტოკი")
მცველები: დერილ იანმაატი, ფაბრიციო კოლოჩინი (ორივე "ნიუკასლი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), ლეიტონ ბეინსი ("ევერტონი").
ნახევარმცველები: სებასტიან ლარსონი ("სანდერლენდი"), გიფრი სიგურდსონი, ჯეფერსონ მონტერო (ორივე "სუონსი"), ნასერ ჩადლი ("ტოტენჰემი").
თავდამსხმელები: შეინ ლონგი ("საუთჰემპტონი"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი")


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0