ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპული" მზადაა კოტდივუარისა და მოსკოვის ცსკა-ს ცენტრალურ თავდამსხმელ სეიდუ დუმბიაში 15 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. 26 წლის თავდამსხმელისადმი ინტერესს "მერსისაიდელთა" გარდა რამდენიმე ევროპული გრანდიც იჩენს.
დუმბიამ ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. ლოგიკურია, რომ კოტდივუარელმა ევროპული გრანდების ყურადღება დაიმსახურა.
დუმბიას სატრანსფერო ფასი 22 მილიონ გირვანქას შეადგენს და ჯერჯერობით უცნობია, დათმობენ თუ არა კოტდივუარელს მოსკოველები.
ფორვარდი ცსკა-ს 2010 წელს, შვეიცარიული "იანგ ბოიზიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში დუმბიამ საკლუბო დონეზე 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 14 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი, სულ კი მოსკოველთა რიგებში 123 შეხვედრაში 82 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge