x
image
worldsport.ge
პსჟ სიმეონეთი დაინტერესდა

imagemundodeportivo-ს ინფორმაციით, ფრანგული გრანდი "პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელით დიეგო სიმეონეთი დაინტერესდა. პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი გუნდის თამაშით უკმაყოფილო გახლავთ და მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლორან ბლანის გადაყენება სურს.
პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატში 24 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "მარსელს" 4 ქულით ჩამორჩებიან. პსჟ ერთადერთი გუნდია საფრანგეთში, რომელიც მიმდინარე სეზონში წაუგებლად ასპარეზობს.
პსჟ არც ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყურება ურიგოდ - 4 ტურის შემდეგ 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება და მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესმენ ნასერ ალ-ჰელაიფის აღნიშნული შედეგი არ აკმაყოფილებს და ბლანის სიმეონეთი შეცვლა უნდა.
თავის მხრივ არგენტინელი სპეციალისტი ბოლო დროს მოთხოვნადი მწვრთნელი გახდა. გასულ სეზონში მან "ატლეტიკოს" სანუკვარი ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა და მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც "რეალთან" დამარცხდნენ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0