x
image
ვიზა კოხაძე
რას წერს ალასანიას მეუღლე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და რა განაცხადა მან ტელეკომპანია " რუსთავი 2 " - ის დილის გადაცემაში ( + ვიდეო )

imageსაზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამავე დროს ერთ - ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. რასაც ევროინტეგრაციის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გათავისუფლების შესახებ განცხადებები მოჰყვა.
ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და მეუღლისა და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ქალბატონი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება სტატუსით: – " ოჰ, როგორ მიყვარს თავისუფლება! და გზა, რომელიც სწორია - გზაგასაყარია ჭაობსა და სილაღეს, გამთიშველ, დამაქუცმაცებელ და შემაკავშირებელ სიცოცხლის ენერგიებს შორის.მართალია, ისევ შეაფერხეს ისტორიული შანსი, საქართველო ყოფილიყო ისრაელივით დაცული, სანამ კიევიდან ისევ ჩვენკენ წამოვლენ და ისევ რაგატკებით დავხვდებოდით, მაგრამ ეს დიდხანს ვერ შეფერხდება.ამდენიც არაფერი შეუცოდია საქართველოს - ამის მჯერა.არ მინდა არათუ პირველი, არანაირი ლედობა, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს და მერე გავუხსენებ ალასანიას: – რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზშითქოოო???))))) მაგრამ ახლა ვერა, ახლა ქვეყნისთვის მჭირდება, მერე ვუტირებ მე მაგას დედას!))))) ოღონდ ჯერ მეტი ყურადღებით ჩავიხედავ საქმეში, მთლად ამ პროკურატურასავით არ
ვიზამ)))))".image როგორც " რუსთავი 2" - ის დილის გადაცემაში განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ, ირაკლის თანამდებობიდან დათხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, - " ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იყო ირაკლის შერყევის მცდელობა. ასე, რომ ეს ბრძოლა იყო მუდმივად".მისივე თქმით, შესაბამისად როდის დადგებოდა კულმინაცია და როდის " გასკდებოდა ბომბი", დროის ფაქტორი იყო.

0
1066
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0