რელიგია მამა თეოდორე:ცოდვაა თუ არა ცეკვა? 2014, 3 ნოემბერი, 19:37
რაც შეეხება ბალეტს-ყველა თავისი შინაგანი გაფუჭებულობიდან გამომდინარე აღიქვამს მოვლენას, თუ ბალეტში ადამიანი შევიდა და ფეხების მეტს ვერაფერს ვერ ხედავს რათქმაუნდა მისთვის ეს ცოდვაა და იქ არ უნდა შევიდეს, ხოლო თუ ადამიანი ბალეტის ყურებისას აი იმ გრაციაში, ჰარმონიაში, გარეგნულ მშვენიერებაში ადამიანის სილამაზეს დაინახავს მაშასადამე არ ცოდავს.ადამიანზე ლამაზი არსება სამყაროში არ არი და ბალეტში ეს განსაკუთრებულად ვლინდება, ერთის მხრივ ეხლა ბერი რო წავიდეს მონასტრიდან და ბალეტზე დაჯდეს რამდენად სწორი იქნება... ეს ერთი მხარეა მაგრამ მეორეს მხრივ ქრისტიანი თუ ბალეტზე შევა და თუ ისეთ სპექტაკლებს უყურებს სადაც მასში არაფერი ცუდი არ არის არამედ მშვენიერების აღქმაა და როცა გამოვა კიდევ ერთხელ იტყვის რომ რა საოცრებაა ადამიანი და როგორ შეუძლია მოძრაობით და პლასტიკით გადმოსცეს თავისი შინაგანი სამყარო და ის აზრი ვთქვათ რომელიც ამა თუ იმ სპექტაკლშია.ცალსახად იმის თქმა რომ ცუდია, მე ასე არ ვფიქრობ. 111 შეფასება არ არის
|