x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი-"ეს ის ქვეყანაა, სადაც თუ ცოტათი მაინც გამოგარჩევს ბედისწერა ჩაგქოლავენ!"
image
სკანდალი პროექტ "ნიჭიერის" ერთ-ერთი მონაწილის, ამალია ჯიბლაძის გარშემო, არ წყდება.

ქართველი ერი ამალია ჯიბლაძეს აფერისტობაში ადანაშაულებს და მიდის დიდი სჯა-ბაასი თუ სად და როდის მღეროდა ამალია, რამდენი წევრისგან შედგება მისი ოჯახი,

ეძებენ და ავრცელებენ მისი წარსულის დამადასტურებელ ფოტოებს...

რათქმაუნდა ცნობილი ქართველებიც აქტიურად ჩაერთნენ ამალია ჯიბლაძის და პროექტ "ნიჭიერის" გარშემო ატეხილ სკანდალში, თითქოს სხვა არაფერი პრობლემა არ აწუხებდეს ქართველ ერს.


ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც "ნიჭიერის" ჟიურის წევრია, გადაწყვიტა ამალია თავის შოუში მიიწვიოს. ნანუკა ამ სკანდალს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

"აქ რა ამბები ყოფილა ამალიაზე... ერთს ისეთი გამოძიება ჩაუტარებია, მეგონა ბრალს უყენებდნენ ქალს. მტკიცებულებად კი ამოიღებდნენ ჩანთას, რომელმაც განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება. როდესაც მაიამ გადაცემა პროფილში მკითხა ქალებზე, ეს აგრესია რისი ბრალიაო, ვუპასუხე ჩვენი, ყველასითქო და აი ამას ვგულისხმობდი, აი რაც ახლა ფბ.-ზე ხდება. ეს ის ქვეყანაა სადაც თენგიზ კიტოვანს მხატვარს ეძახიან და ამალიას თაღლითს! ეს ის ქვეყანაა, სადაც თუ ცოტათი მაინც გამოგარჩევს ბედისწერა ჩაგქოლავენ. მოკლედ, გადავიდეთ მთავარზე, ამალიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი იქვე. ბუნებრივია მთელი ეს კითხვა-პასუხი ვერ ჩაჯდებოდა გადაცემაში, მაგრამ ქალმა გარკვევით თქვა: ვმღეროდი რუსეთშიო. ასევე თქვა, რომ ჩამოვედი რაღაც მიზეზის გამოო და მივხვდით, რომ ეს მის ძალიან პირადს ეხებოდა. ამალია ახალგაზრდობაში სად რას აკეთებდა არ ვიცი, მაგრამ დღეს ნამდვილად აბარებს ბაბთებს ბაზრობაზე. ასეა ცხოვრება.. ხან გაქვს, ხან არა და მისი ფოტოები წარსულიდან არ ნიშნავს, რომ დღეს საარსებო მინიმუმისთვის არ წვალობს. მოკლედ, ამალია თავის ცხოვრებას მოგიყვებათ ნანუკას შოუში, 12 ნოემბერს, ოთხშაბათს და მერე არ შეგრცხვეთ იცოდეთ.. რომ მოისმენთ რა გზა აქვს გავლილი. რა იცოდა ამალიამ რომ მთავარი წინ ელოდა-ბოროტი ქართველების აპლოდიდმენტები!"


1
117
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
117
  
2014, 2 ნოემბერი, 21:34
რატომ არ ატყდა აურზაური გულნაზი გოლეთიანის, ლევან შავაძის, პატარა, არაჩვეულებრივი ბიჭის - ფიფიას მიმართ? უბრალოდ, სიყალბე შენიშნეს გადაღებულ კადრებში-გადამეტებული სიბრალულის გამოსაწვევად და ეს ვერ აიტანეს. რაც შეეხება ამალია ჯიბლაძის ნიჭს-სიმღერა ღვთით მომადლებული ნიჭია და მისი გაყალბება არც ისე იოლია. ამიტომ, ვფიქრობ. ჯობს ყველამ თავი შეიკავოს პიროვნების შეურაცხყოფისგან და თავი დაანებონ მის პირადულში ქექვას.
0 1 1