რელიგია რატომ არ შეიძლება კარტის თამაში? 2014, 1 ნოემბერი, 16:38 მოძღვარი:დეკანოზი დავით ქვლივიძე-კარტზე გამოსახული ჯვარი, (ჯვარი რაც არი ვიცით), ქრისტე ჯვარზე გააკრეს, აგური სინამდვილეში ნიშნავს სამსჭვალევს რითიც ქრისტე ჯვარზე მიამსჭვალეს(ლურსმნები)ამიტოა წაწვეტებული, მართლა აგური კი არაა, აგური რო იყოს კვადრატულს დახატავდნენ.გული არის შუბის წვერი რომელიც ქრისტეს ფერდში უკრეს ჯვარზე გაკრულს, ამიტომაც არი წითელი. ყვავი არი შუბზე წამოცმული ღრუბელი როდესაც მაცხოვარმა წყალი მოითხოვა და ძმარში ჩააწვეს და მიაწოდეს, ამიტოა შავი.ამიტომ აგური, გული და ყვავი, აგური გული და ყვავი კი არ არი, ეს არის ლურსმნები რითიც ქრისტე მიაჭედეს, ეს არი შუბი რომელიც მას ფერდში უკრეს და ეს არის ღრუბელი, ბუბკა რომელიც ძმარით გაჟღენთეს და ამიტოა შავი.ვალეტები არიან წმინდა მოწამეები, დამები არიან ძველი რუსული კარტები თუ გინახავთ, თავზე რო აფარიათ, მონაზვნებივით რო არიან.დედები არიან, წმინდა დედები, კაროლები გინახიათ ხელში რო უჭირავთ სფერო, ჯვარი და კვერთხები, ეპისკოპოსები არიან და ტუზი “ტაფო" ნიშნავს ქრისტეს საფლავს, ქრისტეს საფლავი ძველ ბიზანტიურად არის “ტაფოს" და იერუსალიმში მღვდლებს ეძახიან საფლავის მცველებს და უკან ჯვარი კი არა აქვთ ქილოზე როგორც ჩვენ გვაქვს ჯვარი, ტ ასო აწერიათ და ტუზზე ნახეთ რა არი მიყუდებული, შუბები, ფარები, მცველები რომ დაუყენეს და ყველაზე მაგარი რა გამოდის? ჯოკერი-ეშმაკი(მათ ჭკუაში).ხატებით რო ითამაშო ის უფრო ნაკლები დანაშაულია, აი რო აიღო წმინდა ნიკოლოზის ხატი და წმინდა გიორგის ხატი, ის უფრო ნაკლებია რადგან ის წმინდანებს ეხება ეს მაცხოვარს ეხება და მისი ჯვარცმის სომბოლოებია გამოყენებული.რატომ ფიქრობთ ვინც კარტი შექმნა რატო არ დაახატა პომიდორი, კიტრი, ნესვი, მსხალი, რა ვერ ითამაშებდნენ იგივეს?ეს ყველაფერი არი შეგნებულად ქრისტიანების მტრების მიერ მოგონილი, ქრისტიანების ცოდვაში ჩასაყენებლად, ბოდიში და ეს დოყლაპია ქრისტიანები კიდე ამას აი ასე აკეთებენ და ღმერთი ამას ყველაფერს უთმენს, უყურებს და მოთმინებით ელოდება როდის ვიტყვით უფალო მაპატიე.
1579 3-ს მოსწონს
|