x
image
ახალი თაობა
მამა თეოდორე გიგნაძის გენიალური სიტყვები

image


















იმედი მაქვს რომ იცით თუ როგორ უნდა წაიკითხოთ, გთხოვთ ნუ იჩქარებთ, ნელა, აუჩქარებლად წაიკითხეთ.


მამა თეოდორე გიგნაძე


მართლმადიდებელს იმდენი რამე უხარია...
სამყაროში იმდენი რამეა...
აი რაღაც ვიჯექი და უცებ აი რა შეიძლება მეთქი ადამიანს უხაროდეს...
გუშინ ვიჯექი და...
აეს ხანდახან ვიცი ხოლმე, ჩავჯღაბნი რაღაცას...
რამდენი რამე შეიძლება ადამიანს უხაროდეს...
ეს არის... უცებ, აი უცებ რომ რაღაცას...არც გამისწორებია...
რამდენი რამე შეიძლება ადამიანს უხაროდეს...
აი რომ შეხედავ შენს თვალწინ...
დედამიწა რა საოცარია ხო?
მრგვალი, ცისფერი ბურთი ამ უკიდეგანო სამყაროში და...
სადაც სიცოცხლე როგორ ფეთქავს...
როგორ საოცრად ფეთქავს...
და როგორი მომნიჭებელია მართლა სიცოცხლისა და დედაა ხო მართლაც...
და აი... რა არი მართლმადიდებლობა რა არის, რა სასიხარულოა...
მე მიხარია... და რა მიხარია, აი მიწის ცხოვაწმყოფელობა მიხარია...
მიხარია...მიწის...
წინათ მამებს, ობობას რომ დაინახავდნენ ხოლმე და რაღაც საოცარ პატარა რაღაც რწყილს ან რაღაც ჭიანჭველას
ისიც კი უხაროდათ...
იმიტო რო საოცარია, სიცოცხლე ამაში და...
მიწა? მიწის ცხოვაწმყოფელობა როგორ არ უნდა გიხაროდეს...
ეს არის მართლმადიდებლობა...
ცეცხლი... მე ადრე მითქვია, მე სულაც არ მიკვირს ცეცხლის თაყვანისმცემლებს ცეცხლი რომ ღმერთი ეგონათ...
ცეცხლის მხურვალე დაუდგრომლობა რა საოცარია, რა საოცარი ნივთიერებაა ცეცხლი ხო?
რა საოცარი პროცესია...
და პატარა ასანთის ღერს კი არ ვგულისხმობ...
აი დიდი ცეცხლი... ბუხარიც კი უკვე რომ მნიშვნელოვანია ხო...
აი დიდი...
ვერ წყდები...
ეს...ეს... ეს საოცარი ქმნილებაა ღმერთისა...
და გინდება რომ ღმერთი ადიდო ცეცხლს რომ უყურებ...
ეს არის მართლმადიდებლობა!
ოკეანის მძვინვარება, აის საოცარი სიღრმეები...
არ არის მართლმადიდებლობის საფუძველი?
რო ანუ რა...
ღვთის დიდება...
მართლმადიდებლობა ხომ ღვთის დიდებაა...
სწორი დიდება...
რო უყურებ ამ საოცრებას, დედამიწის ამ საოცრებას...
ანუ ოკეანეს... გვრგვინავს... ანუ როგორ გვრგვინავს
როგორ... როგორ ... როგორ მძვინვარებს...
არ გიჩნდება სურვილი ღვთის დიდებისა?
ესეც არის მართლმადიდებლობის საფუძველი...
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის იდუმალება...
არ არის საფუძველი მართლმადიდებლობისა?
თბილისის ცაზე ამას ვერ დაინახავ...
სადღაც მთებში, სვანეთში, ხევსურეთში უნდა წახვიდე და...
მეც დავიწყებული მქონდა ეს და წლების იქით სვანეთში ვიყავი...
თბილისში რომ ხარ უკვე გავიწყდება...
გავიწყდება...
და ესეიგი... ღამე მივედით და...
დაღლილები ვართ...
სამარშუტო ტაქსიდან გადმოვედით და...
ვიღაცამ თქვა, აიხედეთ, აიხედეთ რა ხდებაო
ავიხედეთ და რა ხდება...
გადაჭედილი... ვარსკვლავი უფრო მეტი იყო ვიდრე ლურჯი ფონი...
და ეს საოცარი გალაქტიკა ჩვენი ეს გალაქტიკის ნაწილი...
გადადღაბნილი თეთრად... საოცრება იყო, აი საოცარი იდუმალება...
ეს არ გიჩენს სურვილს ღვთის დიდებისა?
და არ არის საფუძველი ეს მართლმადიდებლობისა?
ეს საოცარი იდუმალება...

0
265
4-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0