სიახლეები მეცნიერებმა შიდსის საწინააღმდეგო აბი შექმნეს 2014, 31 ოქტომბერი, 15:00 მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც შიდსით დაავადების რისკს 90% -ით ამცირებს.მკვლევარების განცხადების თანახმად ახალი პრეპარატი რევოლუციას მოახდენს ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფრანგი მეცნიერების განცხადებით, პრეპარატი უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის დროს, იუწყება Independent-ი. პრეპარატი აპრობირებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც რისკ-ფაქტორის ქვეშ იმყოფებოდნენ.აბებს უკვე "აივ-ინფექციის წინააღმდეგ დიდი გარღვევა"უწოდეს.თვითონ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეამცირეს დაავადების რისკი. თავის მხრივ შიდსთან ბრძოლის ფონდები მოუწოდებენ ადამიანებს ადგილობრივად გამოიყენონ პრინციპი "პროფილაქტიკა კონტაქტამდე"(pre-exposure prophylaxis – PrEP), ამის ეფექტურობაში უკვე დარწმუნდნენ აშშ-ში. ამ ტაბლეტების ყოველდღიურად მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადების რისკი. აშშ-ს შიდსის ფონდის პრეს-მდივანმა იუზეფ აზადმა განაცხადა, რომ "პრეპარატის გამოცდამ PrEP-ის აშკარად დადებითი ეფექტურობა გამოავლინა". მთლიანად მსოფლიოში 34 მილიონი ადამიანია აივ-ინფექციის მატარებელი.ყველაზე დიდი რაოდენობა აფრიკის ქვეყნებშია:ეთიოპია, ნიგერია, ზამბია, ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.(1 ჯგუფი). საქართველო რისკის მიხედვით მე-4 ჯგუფშია(აფრიკის, ლათინური ამერიკის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის შემდეგ). 63 3-ს მოსწონს
|