ფეხბურთი
კაშიამ “ვიტესის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა
2014, 22 ოქტომბერი, 18:37
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ არნემის “ვიტესის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა.
“ვიტესის” კაპიტანმა დაახლოებით ერთი თვის წინ, ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგი ტურის მატჩში ნეკა თითი მოიტეხა და როგორც კლუბს, ასევე ნაკრებს ვერ ეხმარებოდა. კაშია გამოჯანმრთელდა, ხოლო სათამაშო ფორმის აღსადგენად დამატებით ახლაგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს და თამაშობს.
არნემელმა ახალგაზრდებმა სტუმრად სიტარდის “ფორტუნას” 5:0 მოუგეს და ქართველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge