ფეხბურთი
სუარესი: "როდესაც "ბარსელონაში" ჩემი ტრანსფერი განხორციელდა, ტირილი დავიწყე"
2014, 20 ოქტომბერი, 14:35
ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი მუნდიალზე ჯორჯო კიელინისთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ფიქრობდა, რომ კატალონიის "ბარსელონაში" მისი გადასვლა არ შედგებოდა.
სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ბედნიერი გახლდათ და "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ემადლიერება.
"ინციდენტის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემი კარიერა დასრულდა. სახლში ჩაკეტილი ვიყავი. შემდეგ "ბარსელონასთან" მოლაპარაკება წარიმართა - როდესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ტრანსფერი განხორციელდა, ტირილი დავიწყე, რადგან ასეთ სიტუაციაში კლუბმა მხარი დამიჭირა. "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ასეთი საქციელით ძალიან ბედნიერი ვიყავი. თავიდან მეშინოდა კიდეც, აღნიშნულ ინციდენტს ტრანსფერისთვის ხელი არ შეეშალა, თუმცა ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ დასრულდა." - განაცხადა სუარესმა.
დისკვალიფიკაციის შემდეგ, სუარესის დაბრუნებას ოფიციალურ მატჩში 25 ოქტომბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ "ელ კლასიკოზე" ელიან.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge