ნამცხვრები უნაზესი კექსი დამტვრეული შოკოლადით: გამოცდილი რეცეპტი 2014, 20 ოქტომბერი, 13:49 ![]() მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კვერცხი - 3 ცალი კარაქი (გამდნარი)- 150 გ. არაჟანი - 200 გ. შაქარი - 1, 5 ჩ.ჭ. სოდა - 1 ჩ.კ. ცომის ასაფუებელი - 1 ჩ.კ. (ასაფუებელი შეგვიძლია შევცვალოთ 05, ჩ.კ. სოდით, ამგვარად საბოლოოდ დაგვჭირდება 1, 5 ჩ.კ. სოდა) ვანილის შაქარი - 1 პაკეტი დარიჩინი - 1 ჩ.კ. ფქვილი - დაახლოებით 1, 5 ან 2 ჩ.ჭ. (არაჟნის სისქის მასისი მისაღებად) შავი შოკოლადი (დამტვრეული) - 150-200 გ. პირველ რიგში, ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი გათეთრებამდე. არაჟანში ჩავყაროთ სოდა, ასაფუებელი და ჩავასხათ ათქვეფილ კვერცხებში. კარგად ავურიოთ, დავამატოთ გამდნარი კარაქი, ისევ ავურიოთ. დავამატოთ ვანილი, დარიჩინი და ფქვილი იმდენი, რომ არაჟნის სისქის ცომი მივიღოთ და ავურიოთ კოვზით. ბოლოს ჩავყაროთ დამტვრეული შოკოლადი, ჩავასხათ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ (ან უბრალოდ სილიკონის) ყალიბში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25 წთ. გაგრილებულს ზემოდან შეგვიძლია შოკოლადის მინანქარი გადავასხათ ან, უბრალოდ, შაქრის პუდრა მოვაფრქვიოთ. ![]() 1209 4-ს მოსწონს
|