რელიგია პატარა ცოდვის შესახებ 2014, 18 ოქტომბერი, 1:21 ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან;უფალი ჩვენგან მოითხოვს, რათა შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა.მაგრამ თუ ცოდვილი რამ ჩვევა გვაქ, მაშინ ჩვენ ამ ჩვევას ვემსახურებით, მასზე ვფიქრობთ, ვზრუნავთ, მისი დაკმაყოფილებით ვტკბებით, იგი გვიყვარს.ამ ცოდვილ ჩვევათა რიცხვს მიეკუთვნება თამბაქოს წევაც, რომლის ცოდვიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უფრო მეტად თამბაქო ახსოვს.ვიდრე ღმერთი, იგი თამბაქოს “წირავს მსხვერპლს", დროს, ფულს, გონებას, ჯანმრთელობას, როგორც თავისი გულის კერპს, ღმერთს კი ივიწყებს. 29 2-ს მოსწონს
|