x
image
worldsport.ge
ბელარუსი უმწვრთნელოდ დარჩა

imageბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა მოუწევს - ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 54 წლის გეორგი კონდრატიევმა თანამდებობა დატოვა.
2016 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი სტარტის გამო ბელარუსი სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან გადადგა. სლავებმა ევროშესარჩევის სამ მატჩში ერთი შეხვედრაც ვერ მოიგეს - ლუქსემბურგთან სტუმრად ფრე 1:1 ითამაშეს, ხოლო უკრაინასთან (0:2) და სლოვაკეთთან (1:3) საშინაო მატჩებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.
ბელორუსი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 2011 წლის 8 დეკემბრიდან წვრთნიდა და ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2015 წლის დეკემბრამდე აკავშირებდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0