იტალიურ გამოცემებში გამოჩნდა მონაცემები ყველა ფეხბურთელის ხელფასზე – იგულისხმება სერია A. ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომაელი დანიელე დე როსია, რომელიც წლიურად 6, 5 მილიონ ევროს იღებს. მეორეზეა “ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი 5, 5 მილიონით, მესამეზე კი იგუაინის თანამემამულე კარლოს ტევესი “იუვენტუსიდან”, რომელიც 4, 5 მილიონს იღებს.
აქვე, თითოეული გუნდიდან ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე:
ატალანტა – დენისი 1, 2 მილიონი; კარმონა 0, 7; ბიანკი 0, 7; ჩიგარინი 0, 7
კალიარი – კონტი 0, 8; იბარბო 0, 75; სოუ 0, 6
ჩეზენა – მარილინგო 0, 4; კასკიონე 0, 35; კარბონერო 0, 35; კაპელი 0, 35; ლუკინი 0, 35
კიევო – პალოსკი 0, 7; მაქსი ლოპესი 0, 6; ბირსა 0, 6
ემპოლი – ტავანო 0, 3; მაკარონე 0, 3; ვალდიფიორი 0, 3
ფიორენტინა – მარიო გომესი 4, 25; როსი 2, 4; აკვილანი 1, 8
ჯენოა – მატრი 1, 0; ბურდისო 0, 8; პერინი 0, 7; ანტონელი 0, 7; კუჩკა 0, 7
ინტერი – ვიდიჩი 3, 2; პალასიო 3, 2; ერნანესი – 3, 0
იუვენტუსი – ტევესი 4, 5; ბუფონი 4, 0; ვიდალი 4, 0; პირლო 3, 8
ლაციო – კლოზე 2, 0; ჩანა 1, 5; ედერსონი 1, 5
მილანი – ტორესი 4, 0; მექსეში 4, 0; მონტოლივო 3, 5; დე იონგი 3, 5
ნაპოლი – იგუაინი 5, 5; სუნიგა 3, 2; ჰამშიკი 3, 0; კალეხონი 2, 6
პალერმო – სორენტინო 0, 9; ბარეტო 0, 8; მანტოვანი 0, 7
პარმა – კასანო 1, 5; მირანტე 0, 8; ბიაბიანი 0, 75
რომა – დე როსი 6, 5; ბორილო 3, 5; პიანიჩი 3, 2
სამპდორია – რომერო 1, 7; სილვესტრე – 0, 9; გასტალდელო 0, 9; ბერხესიო 0, 9
სასუოლო – ბერარდი 1, 1; კანავარო 1, 0; ტადერი 0, 9
ტორინო – კვალიარელა 0, 75; ნოჩერინო 0, 75; ამაური 0, 75
უდინეზე – დი ნატალე 1, 3; დანილო 0, 7; მურილი 0, 7
ვერონა – ტონი 1, 0; მარკესი 0, 8; სავიოლა 0, 65
ყველაზე ღარიბი კლუბი “ემპოლია”, სადაც ქართველები, ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხებიან. მჭედლიძის ხელფასი წლიურად 0, 2 მილიონი ევროა, ხოლო შეყილაძისა 0, 07 მილიონი. მჭედლიძე, ანაზღაურების მხრივ, გუნდში მეცხრე-მეთერმეტე “ადგილზეა”, ხოლო შეყილაძე – ბოლოდან მესამეზე.
ისე, სხვა გუნდებიდან ცოტა უცნაურია, მაგრამ “რომას” ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის მხოლოდ 2, 5 მილიონი აქვს ხელფასი. მასზე მეტი აქვს ექვს რომაელს...
ილია კახელიშვილი
www.worldsport.ge