ტკბილეული დესერტი ნეკერჩხლის ფოთლისგან ანუ გასინჯეთ, ლამაზია! 2014, 7 ოქტომბერი, 14:31 დამეთანხმებით, ძალიან ლამაზია სევდანარევი შემოდგომა თავისი წითელ-ყვითელ-ოქროსფერი ფოთოლცვენით. ლამაზია, მაგრამ ქალაქის მეეზოვეებს კი თავსატეხს უჩენს, სამუშაოს უორკეცებს. ჰოდა იფიქრეს, იფიქრეს იაპონლებმა, რა ვუყოთ ამ ფოთლებსო, ასე რომ ანაგვიანებს ჩვენს ქუჩებსო და მოიფიქრეს... შევჭამოთო! აიღეს ნეკერჩხლის ფოთოლი, გასინჯეს და... შეიძლება ჭამაო, ოღონდ უნდა შევწვათო და დავატკბოთო. და ასე გაჩნდა იაპონიაში საკმაოდ პოპულარული დესერტი, რომელიც ქუჩებში ბევრგან შეგიძლიათ დააგემოვნოთ: ტკბილ ცომში შემწვარი ნეკერჩხლის ფოთლები.
რეცეპტი მარტივია: თხელ, ტკბილ ცომში ამოავლებთ ფოთოლს და მდუღარე ზეთში შეწვავთ. ეს დესერტი განსაკუთრებით პოპულარულია ოსაკის რაიონში. აქ ზოგიერთი პროფესიონალი კონდიტერი სპეციალურად ინახავს ნეკერჩხლის ფოთლების მთელი წლის მარაგს. გემოსი რა მოგახსენოთ, თუ გაინტერესებთ თავად სცადეთ, მაგრამ ვიზუალურად კი ნამდვილად ლამაზია. 246 3-ს მოსწონს
|