ნამცხვრები შოკოლადის კექსი ყავის არომატით - ნაზი და ნოტიო ნამცხვარი 2014, 6 ოქტომბერი, 12:50 ![]() მასალად საჭიროა: შავი შოკოლადი 140 გ. კარაქი 120 გ. ყავა 1/3 ჩ.ჭ. არაჟანი 1/3 ჩ.ჭ. შაქარი 2/3 ჩ.ჭ. კვერცხი 2 ფქვილი 1 + 1/3 ჩ.ჭ. კაკაო 1/3 ჩ.ჭ. 1/2 ჩ.კ. სოდა 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი წყლის აბაზანაზე გავალღოთ დაჭრილი კარაქი და შოკოლადი, დავამატოთ ყავა და გადმოვდგათ. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, შევურიოთ არაჟანი, ოდნავ შეგრილებული გამლღვალი შოკოლადის მასა. დავაცრათ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები. კარგად ავურიოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ. გაგრილებულს შეგვიძლია გადავასხათ შოკოლადის მინანქარი. ამისთვის 100 გ. შავი შოკოლადი და 60 გ. არაჟანი ჩავდოთ ქვაბში და გავალღოთ წყლის აბაზანაზე. გადავასხათ კექსს სანამ გამაგრდება. 299 1-ს მოსწონს
|