x
image
worldsport.ge
რიბერი ორი კვირა იუქმებს

imageმიუნხენის “ბაიერნის” ფრანგ შემტევ ფრანკ რიბერის მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა და ორი კვირით უქმობა მოუწევს. 31 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა, ხოლო სეზონის სტარტი მუხლის დაზიანების გამო გამოტოვა.
ფრანგი ფეხბურთელი ბოლო დროს ტრავმებმა გააწამა. თავად რიბერიმაც განაცხადა, რომ ეს სიტუაცია მისთვის უკვე გამაღიზიანებელია.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა - ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში “შტუტგარტის” წინააღმდეგ 22 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც მოასწრო. რიბერის დაბრუნება 18 ოქტომბერს ბუნდესლიგის მე-8 ტურში “ვერდერის” წინააღმდეგ მატჩში იგეგმება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0