ნამცხვრები რულეტი "ბაუნტი" (ცხობის გარეშე): მარტივი და გემრიელი დესერტი 2014, 1 ოქტომბერი, 12:06
ეს არის განსაკუთრებით გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა და თითქმის შეუძლებელია არ გამოგივიდეთ.
მასალად საჭიროა: ორცხობილა 200 გ. ("იუბილეინოე" ან მსგავსი) წყალი 100 მლ. კაკაო 3 ს.კ. 10 ს.კ. ქოქოსის ფანტელი 80 გ. დარბილებული კარაქი 60 გ. შაქრის პუდრა თუ გამოვიყენებთ სამარხვო ორცხობილას და მცენარეულ კარაქს, ნამცხვარიც სამარხვო გამოგვივა. მომზადება: ორცხობილას დავფხვნით ბლენდერში ისე, რომ ფქვილივით მასა მივიღოთ. დავამატებთ წყალს და კარგად ავურევთ. დავაცრით კაკაოს და შევკრავთ გუნდად. ქოქოსის, შაქრის პუდრასა და კარაქისგანაც ასევე გავაკეთოთ გუნდა. კაკაოსფერი გუნდა გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქის ოთხკუთხედად საკონდიტრო ცელოფანზე. ზემოდან გავშალოთ ქოქოსის გუნდა და გადავახვიოთ რულეტი. შევდოთ მაცივარში. როცა კარგად გაცივდება დავჭრათ და ... მივირთვათ! 2655 4-ს მოსწონს
|