ფეხბურთი ყაზაიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა 2014, 29 სექტემბერი, 13:41 არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ინტერნეტპორტალ ad.nl-ის ვერსიით, ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხდა. შოთა არველაძის შემდეგ, ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელსაც ჰოლანდიის ერედივიზიონში ოდესმე ჰეთ თრიქი შეუსრულებია. მიმდინარე სეზონში “დორდრეხტთან” მატჩამდე მას გოლი არ გაეტანა. ლაშა თაბაგარი 22 შეფასება არ არის
|