x
image
natia.a
არაქისის ტორტი ფქვილის გარეშე
image

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:


500 გ. მოხალული და კანგაცლილი არაქისი (მიწისთხილი)

1 ჩ.ჭ. შაქარი


2 ს.კ. მარგარინი

3 კვერცხის გული

1/2 ჩ.ჭ. რძე

1 ს.კ. გამაფხვიერებელი

3 ათქვეფილი კვერცხის ცილა



ინგრედიენტები კრემისთვის:


200 გ. შესქელებული რძე

150 გ. კარაქი

1 ჩ.კ. კონიაკი


დავაბლენდეროთ ან დავფქვათ არაქისი მანამ, სანამ ფქვილისებრ მასას არ მივიღებთ. გადმოვიღოთ ჯამში, დავამატოთ შაქარი, მარგარინი, კვერცხის გულები, რძე და გამაფხვიერებელი. ნელა შევურიოთ ათქვეფილი ცილები. მიღებული მასა გადავიტანოთ ცხიმწასმულ ყალიბში. ვაცხოთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 40 წთ. გამომცხვარი ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ ორად.


კრემისთვის ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და ნელ-ნელა დავამატოთ შესქელებული რძე, ბოლოს კი - კონიაკი.


ფენებს შორის და ზემოდან წავუსვათ კრემი. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი მიწისთხილი.


0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0