x
image
worldsport.ge
ჰუმელსი რამდენიმე დღეში ივარჯიშებს

image"დორტმუნდის" კაპიტანი მატს ჰუმელსი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში ვარჯიშს განაახლებს. გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კუნთების პრობლემამ შეაწუხა და მიმდინარე ბუნდესლიგაში ერთხლაც არ უთამაშია.
"ამ კვირაში დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. ახლა საბოლოო გამოჯანმრთელებაზე მიდგა საქმე. ალბათ, ოთხშაბათს დავიწყებ ვარჯიშს, მაგრამ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ვითამაშებ თუ არა, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ჰუმელსმა.
იურგენ კლოპის გუნდს დაშავებული ჰყავს ორი ლიდერი - მარკო როისი და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი. ილქაი გუნდოგანი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ მზად არაა სათამაშოდ.


ილია კახელიშვილი
www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0