x
image
worldsport.ge
პარდიუს “ნიუკასლიდან” გაძევება ემუქრება

imageინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში “საუთჰემპტონთან” 0:4 მარცხმა, შესაძლოა, “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში მთავარ მწვრთნელთან განშორებაზე დააფიქროს.
ოთხ ტურში გუნდმა მხოლოდ ორი ქულის მოპოვება მოახერხა, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და ბუნებრივია, ასეთი შედეგით კმაყოფილი ვერავინ იქნება.
“საუთჰემპტონთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, “კაჭკაჭების” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ ჟურნალისტებთან ურთიერთობა იუარა, თუმცა, მერე განაცხადა, რომ მუშაობას განაგრძობს და გუნდს “ჰალ სიტისთან” მატჩისთვის ამზადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ “ნიუკასლი” “ვეფხვების” დამარცხებას ვერ მოახერხებს, 53 წლის სპეციალისტი პოსტს დატოვებს.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0