x
image
მანჩო 777
ათი გიჟური ჰიპოთეზური კითხვა სამყაროს შესახებ და მათი სავარაუდო პასუხები
ისტორიას არ უყვარს შეუთანხმებელი გადახრები და არსებობს მოვლენები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არასოდეს არ მოხდება, თუმცა ეს სრულებითაც არ უშლის ხელს მეცნიერებს იფანტაზიორონ და დაუშვან სხვადასხვა არარეალური ჰიპოთეზები.


1. რა მოხდება, თუ შავ ხვრელში ჩავარდებით?


image


თუ მცირე ზომის შავ ხვრელში ჩააბიჯებთ, მიზიდვის ძალა იმდენად დიდი იქნება, რომ თქვენი სხეული გაიწელება ატომების უწყვეტ უზარმაზარი სიგრძის ჯაჭვად, მაგრამ თუ დიდი ზომის შავ ხვრელში ჩავარდებით, სადაც მიზიდვის ძალები ნაკლებად ინტენსიურია, მაშინ არსებობს შანსი, რომ თქვენმა სხეულმა შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა. აინშატინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, თუ შავი ხვრელის სიღრმეში ჩავიხედავთ, დავინახავთ ყველა სხეულს, რომელიც მასში ოდესმე ჩავარდნილა, ხოლო თუ იქედან უკან მოვიხედავთ, დავინახავთ ყველა სხეულს, რომელიც კი მომავალში ჩავარდება მასში.




2. რა მოხდებოდა, დედამიწა რომ ორჯერ დიდი იყოს?


image


დედამიწა რომ ორჯერ დიდი ზომის იყოს, ვიდრე ახლაა, მაშინ მიზიდულობის ძალაც ორჯერ მეტი იქნებოდა და ადამიანები მის ზედაპირზე სიარულს ვერ შეძლებდნენ.



3. რა არსებები იცხოვრებდნენ დღეს დედამიწაზე, რომ მასზე გიგანტური ასტეროიდი არ ჩამოვარდნილიყო?


image


სავარაუდოდ, მაშინ ამჟამად დედამიწას ისინი მართავდნენ. თუ დინოზავრების უკანასკნელი წარმომადგენლების თავის ტვინის მასას გავითვალისწინებთ, სავსებოთ სავარაუდოა, რომ ინტელექტულური დინოზავროიდები იქნებოდნენ დედამიწის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ადამიანების ნაცვლად.



4. რა მოხდება, თუ დედამიწაზე ყველა ადამიანი ერთდროულად ახტება ზევით?


image


თუ ყველა 7 მილიარდი ადამიანი ერთდროულად ახტება ჰაერში, პლანეტა გადაიხრება თავის ღერძიდან მხოლოდ ატომის რადიუსის მეასედი სიგრძის ტოლი მანძილით. როცა ადამიანები ისევ დაეშვებიან მიწაზე, პლანეტაც ზამბარასავით თავის ადგილს დაუბრუნდება.




5. რა მოხდება, თუ დედამიწის მაგნიტური პოლუსები შებრუნდება?


image


ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია-ეს მხოლოდ დროის საქმეა, რადგან რკინის ატომები დედამიწის თხევად ბირთვში გამუდმებით იცვლიან ადგილს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ რამოდენიმე ათასწლეულში ერთხელ ხდება.



6. რა მოხდება, თუ ძალები, რომლებიც მოლეკულების ფორმირებას ახდენენ, უფრო ძლიერი იქნება?


image


მოლეკულები მაშინ წარმოიქმნება, როცა მეზობელი ატომების პროტონები იყოფენ ელექტრონებს. თუ შეიცვლება ელექტრომაგნიტური ძალა, რომელიც ამ მოძრაობას არეგულირებს, მაშინ სავარაუდოდ, დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იქნება.




7. რა მოხდებოდა, მზე რომ ორჯერ პატარა იყოს?


image


ასეთი ზომის ვარსკვლავი გაცილებით ცივი და წითელი იქნებოდა. სავარაუდოდ, ამ დროს დედამიწაზე არანაირი სიცოცხლე არ იქნებოდა.



8. რა მოხდება, თუ ცეცხლსასროლი იარაღით გავისვრით კოსმოსში?


image


თუ თქვენ იმყოფებით გალაქტიკებს შორის ვაკუუმში და იარაღის ჩახმახს ხელს გამოჰკრავთ, სამუდამოდ გაემგზავრებით უსასრულო სივრცეში სამოგზაუროდ..თუ გასროლა მოხდება მზის სისტმემაში, ტყვია გაეშურება მზისკენ ან რომელიმე გიგანტი პლანეტისაკენ, ხოლო თუ გაისვრით ჰორიზონტისაკენ მთვარის ზედაპირზე მდგომი, თეორიულად შესაძლებელია, რომ თქვენ საკუთარ ზურგს მოარტყათ ტყვია.




9. რას დაინახავდნენ ადამიანები, არწივის მხედველობა რომ ჰქონდეთ?


image


ამ დროს ათსართულიანი სახლის სახურავიდან ჩვენ დავინახავდით ჭიანჭველებს, რომლებიც მიწაზე ფუსფუსებენ.



10. რა მოხდება, თუ ვულკანში ჩავარდებით?


image


რადგან ლავას დიდი სიმკვრივე და დაბალი სიბლანტე აქვს, სავარაუდოა, რომ ადამიანი მასში არ ჩაიძირებოდა. ის მანამ იტივტივებდა ზედაპირზე, სანამ არ დაიწვებოდა.

3
300
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
300
  
2014, 16 სექტემბერი, 13:36
ძალიან საინტერესოა, მაგრამ გაუძლებდნენ კი დინოზავრები ტემპერატურის ცვლილებებს და მოაგწევდნენ ჩვენამდე?
2014, 8 სექტემბერი, 10:33
კარგია, რომ ვიღაცამ მაინც წაიკითხა, :)
2014, 8 სექტემბერი, 10:27
კარგი იყო....
0 1 3