სხვა ათი გიჟური ჰიპოთეზური კითხვა სამყაროს შესახებ და მათი სავარაუდო პასუხები 2014, 7 სექტემბერი, 14:13 ისტორიას არ უყვარს შეუთანხმებელი გადახრები და არსებობს მოვლენები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არასოდეს არ მოხდება, თუმცა ეს სრულებითაც არ უშლის ხელს მეცნიერებს იფანტაზიორონ და დაუშვან სხვადასხვა არარეალური ჰიპოთეზები.
1. რა მოხდება, თუ შავ ხვრელში ჩავარდებით? თუ მცირე ზომის შავ ხვრელში ჩააბიჯებთ, მიზიდვის ძალა იმდენად დიდი იქნება, რომ თქვენი სხეული გაიწელება ატომების უწყვეტ უზარმაზარი სიგრძის ჯაჭვად, მაგრამ თუ დიდი ზომის შავ ხვრელში ჩავარდებით, სადაც მიზიდვის ძალები ნაკლებად ინტენსიურია, მაშინ არსებობს შანსი, რომ თქვენმა სხეულმა შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა. აინშატინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, თუ შავი ხვრელის სიღრმეში ჩავიხედავთ, დავინახავთ ყველა სხეულს, რომელიც მასში ოდესმე ჩავარდნილა, ხოლო თუ იქედან უკან მოვიხედავთ, დავინახავთ ყველა სხეულს, რომელიც კი მომავალში ჩავარდება მასში. 2. რა მოხდებოდა, დედამიწა რომ ორჯერ დიდი იყოს? დედამიწა რომ ორჯერ დიდი ზომის იყოს, ვიდრე ახლაა, მაშინ მიზიდულობის ძალაც ორჯერ მეტი იქნებოდა და ადამიანები მის ზედაპირზე სიარულს ვერ შეძლებდნენ. 3. რა არსებები იცხოვრებდნენ დღეს დედამიწაზე, რომ მასზე გიგანტური ასტეროიდი არ ჩამოვარდნილიყო? სავარაუდოდ, მაშინ ამჟამად დედამიწას ისინი მართავდნენ. თუ დინოზავრების უკანასკნელი წარმომადგენლების თავის ტვინის მასას გავითვალისწინებთ, სავსებოთ სავარაუდოა, რომ ინტელექტულური დინოზავროიდები იქნებოდნენ დედამიწის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ადამიანების ნაცვლად. 4. რა მოხდება, თუ დედამიწაზე ყველა ადამიანი ერთდროულად ახტება ზევით? თუ ყველა 7 მილიარდი ადამიანი ერთდროულად ახტება ჰაერში, პლანეტა გადაიხრება თავის ღერძიდან მხოლოდ ატომის რადიუსის მეასედი სიგრძის ტოლი მანძილით. როცა ადამიანები ისევ დაეშვებიან მიწაზე, პლანეტაც ზამბარასავით თავის ადგილს დაუბრუნდება. 5. რა მოხდება, თუ დედამიწის მაგნიტური პოლუსები შებრუნდება? ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია-ეს მხოლოდ დროის საქმეა, რადგან რკინის ატომები დედამიწის თხევად ბირთვში გამუდმებით იცვლიან ადგილს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ რამოდენიმე ათასწლეულში ერთხელ ხდება. 6. რა მოხდება, თუ ძალები, რომლებიც მოლეკულების ფორმირებას ახდენენ, უფრო ძლიერი იქნება? მოლეკულები მაშინ წარმოიქმნება, როცა მეზობელი ატომების პროტონები იყოფენ ელექტრონებს. თუ შეიცვლება ელექტრომაგნიტური ძალა, რომელიც ამ მოძრაობას არეგულირებს, მაშინ სავარაუდოდ, დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იქნება. 7. რა მოხდებოდა, მზე რომ ორჯერ პატარა იყოს? ასეთი ზომის ვარსკვლავი გაცილებით ცივი და წითელი იქნებოდა. სავარაუდოდ, ამ დროს დედამიწაზე არანაირი სიცოცხლე არ იქნებოდა. 8. რა მოხდება, თუ ცეცხლსასროლი იარაღით გავისვრით კოსმოსში? თუ თქვენ იმყოფებით გალაქტიკებს შორის ვაკუუმში და იარაღის ჩახმახს ხელს გამოჰკრავთ, სამუდამოდ გაემგზავრებით უსასრულო სივრცეში სამოგზაუროდ..თუ გასროლა მოხდება მზის სისტმემაში, ტყვია გაეშურება მზისკენ ან რომელიმე გიგანტი პლანეტისაკენ, ხოლო თუ გაისვრით ჰორიზონტისაკენ მთვარის ზედაპირზე მდგომი, თეორიულად შესაძლებელია, რომ თქვენ საკუთარ ზურგს მოარტყათ ტყვია. 9. რას დაინახავდნენ ადამიანები, არწივის მხედველობა რომ ჰქონდეთ? ამ დროს ათსართულიანი სახლის სახურავიდან ჩვენ დავინახავდით ჭიანჭველებს, რომლებიც მიწაზე ფუსფუსებენ. 10. რა მოხდება, თუ ვულკანში ჩავარდებით? რადგან ლავას დიდი სიმკვრივე და დაბალი სიბლანტე აქვს, სავარაუდოა, რომ ადამიანი მასში არ ჩაიძირებოდა. ის მანამ იტივტივებდა ზედაპირზე, სანამ არ დაიწვებოდა. 300 6-ს მოსწონს
|