ფეხბურთი
ჰარტი "სიტისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
2014, 6 სექტემბერი, 14:36
ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი, სანაკრებო პაუზის შემდეგ, "მანჩესტერ სიტისთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ვილი კაბალიეროს გუნდში მისვლის შემდეგ, ინგლისელს სრულფასოვანი შემცვლელი ჰყავს, მაგრამ მანჩესტერელები ჰარტის დაკარგვას არ აპირებენ.
ჯო ჰარტამდე "ქალაქელებმა" ახალი კონტრაქტი ედინ ჯეკოს, სამირ ნასრის, ვინსენტ კომპანის, სერხიო აგუეროს და დავიდ სილვასაც გაუფორმეს.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge