სხვა დიზაინერების ყველაზე სულელური გამოგონებები, რომელთაც მომავალი არ აქვთ 2014, 4 სექტემბერი, 14:15 სიგიჟესა და გენიალობას შორის ზოგჯერ მეტად მცირე მანძილია. არის შემთხვევები, როცა დიდი იდეები მხოლოდ მათი ავტორების წარმოსახვაშია გენიალური, ხოლო დანარჩენი ადამიანების თვალში მხოლოდ ირონიულ ღიმილს და გაკვირვებას იწვევს. მეორე მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით უამრავ წვრილმან პრობლემას, რომელთა გადაწყვეტაზე ჯერ არავის უპოვია უნივერსალური გამოსავალი. იქნებ ამ გამოგონებებიდან რომელიმე მაინც აღმოჩნდეს თქვენთვის გამოსადეგი, უკიდურეს შემთხვევაში, მათი ხილვა ღიმილს მაინც გამოიწვევს თქვენში და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. 1. პარიკი კატებისათვის-თქვენი კატის გასალამაზებლად 2. პურისაგან დამზადებული შესაჭმელად გამოსადეგი ხელთათმანები - ის ბუტერბროდად გადააქცევს იმას, რასაც ხელში აიღებთ. 3. ფეხსაცმელი მასში ჩამონტაჟებული ვენტილაციით-მუშაობს ბატარეებზე და არ ეშინია სისველის 4. საშინაო ფლოსტები რობოტის იერსახით, რომელიც სიარულის დროს რობოტისავე ხმას გამოსცემს 5. iArm — უნივერსალური სამაჯური, რომელიც საშუალებას გაძლევთ მაჯაზე დაიმაგროთ ნებისმიერი ზომის გაჯეტი 6. გაფართოებული ფუნქციის საძილე ტომარა-მასში შემძვრალ ადამიანს სიარულიც კი შეუძლია 7. კეპი, რომლითაც ინდივიდუალურად უყურებთ სმარტფონში ფილმს 8. სილიკონის "თითები" სმარტფონებისათვის, რომ ეკრანი არ გაჭუჭყიანდეს 9. სანთებელა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს 10. USB Pet Rock-დეკორატიული აქსესუარი-უბრალო ქვა 11.ფანქრის ფორმის კარაქი პურზე იოლად წასასმელად 12. iSophone-წყალქვეშა სატელეფონო სისტემა, რომელიც მყვინთავს საშულებას მისცემს სხვა მყვინთავებს დაელაპარაკოს წყალქვეშ 13.თმიანი კოლგოტი მოძალადეებისაგან თავის დასაცავად 14.ქამარი-რულეტკა მათთვის, ვისაც გახდომა უნდა 15. მრგვალი ქოლგა 16.მანათობელი ჩუსტები 17. დაბოლოს, გენიალური გამოგონება-კომფორტული ტაბურეტი მამაკაცებისათვის 214 8-ს მოსწონს
|