სხვა მცირე უსიამოვნებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ანუ: გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია!!! 2014, 4 სექტემბერი, 9:29 ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა რახანია ფეხი მოიკიდა ადამიანების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში: რობოტები საუზმესაც მოგიმზადებენ, სახლსაც დაგილაგებენ და უსიტყვოდ შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ ბრძანებას, მაგრამ ხანდახან რატომ გვეჩვენება, რომ ელემენტარული ყოფითი პრობლემები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად ხშირად გვახსენებს თავს. არცერთი ჩვენგანისათვის არაა უცხო ის წვრილმანები, რომლებიც ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ.
ჯერ კიდევ 86 წლის წინ იქნა გამოგონებული შესაფუთი ქაღალდი კექსებისა და მაფინებისათვის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ისე გაკეთდეს ეს ქაღალდი, რომ პროდუქტი მას არ მიეწებოს და ნერვები არ აგვიშალოს. გინდათ ასეთი შეფუთვიდან ავტოკალამი ან ფლომასტერი ფაქიზად ამოიღოთ? აბა ერთი სცადეთ ამის გაკეთება.. გგონიათ, რომ ფანქრის მეორე მხარეს მართლაც საშლელია? რა გულუბრყვილო ყოფილხართ... სცადეთ აკურატულად გახსნათ მიუსლის ან სხვა ნებისმიერი მშრალი ფაფების შესაფუთი ყუთი....თვითონაც ნახავთ, რა გამოგივათ. კოქტეილის მილაკებს დღესაც ისე აკეთებენ, რომ იძულებული ხართ გრავიტაციის ძალას ანგარიში გაუწიოთ. აბა ერთი სცადეთ ხელი დააჭიროთ სურათს გასადიდებლად..100-დან 90 შემთხვევაში ეს ცდა უშედეგო აღმოჩნდება. არ მითხრათ, რომ ხელის დაბანის დროს თითების სახსრების შეხება ჭუჭყიანი ნიჟარის უკანა მხარესთან ბაქტერიებისაგან გიცავთ! სამსახურში ჩქარობთ და გინდათ ცივი კარაქით და ფუმფულა პურით სასწრაფოდ გაიკეთოთ ბუტერბროდი?... სავარაუდოდ პური ხელში ჩაგეფშვნებათ და იძულებული გახდებით მშიერი გახვიდეთ სახლიდან. რატომ ხდება, რომ კოვზი ყოველთვის ჯამზე მძიმეა? ჩამრთველს ხანდახან ისეთ ადგილას აყენებენ, რომ მასთან მისაღწევად ავეჯის გადაადგილებაც კი გჭირდება. ქვითრის მიღება გინდოდა? ქვითარი კი არა, მთელი წიგნი მიიღე საჩუქრად. ხომ არ იცით, რატომ არის, რომ ჯემიანი ან კარაქიანი ბუტერბროდი ძირს მუდამ ზევითა ნაწილით ეცემა? რატომ ვერ ისწავლეს აქამდე ადამიანებმა ნივთებზე მიწებებული საწებრების ისე გაკეთება, რომ მათ აძრობის დროს ასეთი საშინელი კვალი არ დატოვონ? კედების ენა ასე უნდა იყოს მოღრეცილი ან მარჯვნივ, ან მარცხნივ? როცა ახალ ნივთს ყიდულობთ, სცადეთ ისე მოხსნათ დამცავი იარლიყი, რომ მასზე ნახვრეტები არ დარჩეს. გაგიჭირდებათ! და განსაკუთრებული ადგილი ამ ჯოჯოხეთში კარების სახელურების გამკეთებლებს ეკუთვნით....როგორ გინდა ამის დამაგრება? წიგნი შეიძინეთ საინტერესო დიზაინის შესახებ? რას იზამთ, მშვენიერი დიზაინია, მაგრამ ცოტა მოუხერხებელი. ხშირად აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში, როცა აბურდული ყურსამენების გამოხსნის ნერვები აღარ გყოფნით?.... მაშინ ეს გასართობი ვიდეო თქვენთვისაა....უყურეთ და იხალისეთ. არ ღირს ყოველდღიურ წვრილმან პრობლემებზე ნერვიულობა, ცხოვრება ხომ ასეთი ხანმოკლეა და ასეთი მშვენიერი!!!!! 151 8-ს მოსწონს
|