x
image
worldsport.ge
კომპანის ტრავმა საგანგაშო არაა

image"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ, ბელგიის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ფეხი დაიზიანა. ბენილუქსელთა თავკაცი მარკ ვილმოტსი კი, აღნიშნავს, რომ ნაკრების კაპიტნის ტრავმა საშიში არაა.
"კარგი ინფორმაცია გვაქვს კომპანის შესახებ, ხუთშაბათს მას შეეძლება ივარჯიშოს და ამის შემდეგ ვნახავთ შეძლებს თუ არა თამაშს, რა თქმა უნდა ყოველგვარი რისკის გარეშე." _ განაცხადა ბელგიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს ბელგიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიასთან გაარკვევს ურთიერთობას.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge


0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0