x
image
worldsport.ge
რეი უილკინსი იორდანიას გაწვრთნის

imageინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი რეი უილკინსი იორდანიის ნაკრებს გაწვრთნის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.
თავის დროზე, უილკინსი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო, თავკაცობდა “ფულჰემს”. მოგვიანებით, “ჩელსიში”, “უოტფორდსა” და “მილოულში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
განვლილ სეზონში, 57 წლის სპეციალისტი “ფულჰემში” ჰოლანდიელ რენე მელენსტენს ეხმარებოდა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0